შვედეთის სამეფო ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სამთავრობო სააგენტოს „შვედური ინსტიტუტი“ სასტიპენდიო პროგრამას „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა“ (Baltic Sea region Program/Visby Program). შვედეთი სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზეც, ასევე ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებს. „შვედური ინსტიტუტი“ აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. „ვისბის პროგრამის“ სტიპენდიებზე არ არის განსაზღვრული ქვოტები ცალკეულ ქვეყნებზე. სტუდენტთა განცხადებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. ქართველი სტუდენტი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შვედეთში, არ განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად. განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდებზე:
https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-masters/