5-10 ნოემბერს, თბილისს, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების დარგში მოღვაწე ბრიტანელი ექსპერტი ტიმ უილერი, ინკლუზიური ხელოვნების განვითარების მხარდასაჭერად, საკონსულტაციო შეხვედრებს მართავს, როგორც ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და პირებთან, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანების, მათი ხელოვნებაში ჩართულობისა და სახელოვნებო სივრცეების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.
ტიმ უილერი ხელოვნების დამოუკიდებელი კონსულტანტი, პედაგოგი, თეატრალური კომპანიის Mind the Gap თანადამფუძნებელი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელია. ოცდაათწლიანი გამოცდილების მანძილზე, მან 18 გასტროლზე, 100-ზე მეტ სახელოვნებო პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამაზე იმუშავა.
5-6 ნოემბერს, ბრიტანელი ექსპერტი ექსპერტი საკონსტულტაციო შეხვედრებს გამართავს სამინისტროს წარმომადგენლებთან და ხელოვნების სექტორში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, 8-10 ნოემბერს, კი ჩაატარებს ტრენინგებს სახელწოდებით „საგრანტო პროექტის დაწერა, აქტივობათა დაგეგმვა, პროექტის განხორცილება და შეფასება“.
ტრენინგის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების სფეროში მომუშავე მენეჯერების პროფესიული უნარების განვითარება პროექტის შეთავაზების დაწერაში, დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში.
ტრენინგის მონაწილეები ცოდნას გაიუმჯობესებენ შემდეგ საკითხებში:
აუდიტორიის, პროექტის მონაწილეების. სპონსორების მოსაზრებების შეგროვების და მათი გაანალიზების მნიშვნელობა და ა. შ.
ტიმ უილერის ვიზიტი არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამისა: შეუზღუდავი შესაძლებლობები: ,,სწორი ნაბიჯების გადადგმა’’. პროგრამის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის და ამ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელშეწყობა. ჩვენი აქტივობები საშუალებას აძლევს როგორც შშმ, ისე - ტიპიური განვითარების პირებს, შეიძინონ აუცილებელი უნარები, ითანამშრომლონ ინტეგრირებულ გარემოში, გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას ინკლუზიური ხელოვნების თვალსაზრისით და დაამყარონ ახალი კონტაქტები. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ როგორც საკონსულტაციო კომპონენტი, ისე ტრენინგი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ მოყვარულ თუ პროფესიონალ ხელოვანებს საქართველოში ამ სფეროს განვითარებასა და საჭირო უნარების გაუმჯობესებაში.