2019 წლის 11-18 აგვისტოს საქართველო უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს წყალბურთში. თბილისში გასამართ ევროპის პირველობაზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 16 საუკეთესო ნაკრებ გუნდთან ერთად.
ევროპის საწყლოსნო ფედერაციის (LEN) რეკომენდაციითა და ეროვნული ფედერაციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მოზარდებში წყალბურთის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაცია აცხადებს კონკურსს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ლოგოს შესაქმნელად სკოლის მოსწავლეებს შორის.
კონკურსანტები არ იქნებიან შეზღუდული ლოგოს თემატიკასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 15 დეკემბრისა ელექტრონულ მისამართზე: geo.swim.fed@gmail.com
გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან:
გამარჯვებულს გადაეცემა ჯილდო 500 ლარის (ხუთასი) ოდენობით.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი თბილისში მდებარე ოლიმპიურ აუზზე 2019 წლის 11-18 აგვისტოს გაიმართება.