უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მუდმივი წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:
ა) საბჭოს დასახელება - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო;
ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 17
აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი) – 12;
დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 3;
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი (მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად) - 1;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - 1.
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია სტუდენტის კვოტით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
ბ) მაღალი აკადემიური მოსწრება;
გ) სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.
საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99 /ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“;
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;
საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.