საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს მისი მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევად
კონკურსი ცხადდება შემდეგ პროფესიულ
სახელმწიფო თეატრებში:
„პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად:
„სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ოპერისა და ბალეტის თეატრში − პროფესიით დირიჟორი ან უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე სხვა პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.
სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ დირიჟორს, მთავარ ბალეტმაისტერს, მთავარ ქორმაისტერს, მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).“
კანდიდატთა წარდგენის წესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქმიანობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
ცალკეულ საინიციატივო ჯგუფს და პროფესიულ სახელმწიფო თეატრებს აქვთ მხოლოდ თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება.
თეატრალური საქმიანობით დაკავებულ სხვა იურიდიულ პირებს, პროფესიული სახელმწიფო თეატრების გარდა, აქვთ არაუმეტეს სამი კანდიდატურის წარდგენის უფლება არაუმეტეს სამ სხვადასხვა თეატრში (ცალკეულ თეატრში მხოლოდ ერთი კანდიდატურის).
ერთი და იგივე პირი შეიძლება წარდგენილი იქნეს რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატად.
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
გადაწყვეტილების მიღების წესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აფასებს თითოეულ კანდიდატს;
საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და/ან ცალკეულ კანდიდატთან გამართოს გასაუბრება;
გამარჯვებულ კანდიდატთა გამოსავლენად საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით საბჭოს წევრთა არანაკლებ 5 ხმით;
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
სარეკომენდაციო საბჭო გამარჯვებულ კანდიდატებს, რეკომენდაციის სახით, დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.
საბჭოს წევრებს არ აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსში მონაწილეობის უფლება.
დოკუმენტაციის მიღების ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2018 წლის 3 დეკემბრის 17:00 საათამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, შემდეგ მისამართზე - თბილისი, სანაპიროს ქუჩა N4.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: თბილისი,
სანაპიროს ქუჩა N4, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტრო, ტელ.: 214 53 01