შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აქედან:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.
4. საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1031755?publication=38 ;
5. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით;
6. საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
7. საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
8. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების ტექნიკური დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: ekhutsishvili@mes.gov.ge
შესარჩევ
კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1.
შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 11
აქედან:
ü საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური
პერსონალი) – 4;
ü კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური
პერსონალი) – 3;
ü დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო
(არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – 4.
2. საბჭოს
წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული ან პედაგოგიური პერსონალის
კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში მუშაობის (ადმინისტრაციული ან პედაგოგიური) არანაკლებ
10 წლიანი გამოცდილება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა
და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
3. საბჭოს
წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით
მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვოტით,
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის
ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო
ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის
მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება
იყოს საჯარო მოხელე.
4. საბჭოს
წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით
დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/1031755?publication=38
;
5. საბჭოს
წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში
წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2018 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 28 ნოემბრის
ჩათვლით;
6. საბჭოს
წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო)
ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
7. საბჭოს
წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
.
CV;
.
სამუშაო გამოცდილების
შესახებ ინფორმაცია და ცნობა(ები) სამუშაო ადგილიდან;
. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. შესარჩევი
კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს
დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების ტექნიკური
დეტალების დაზუსტება შესაძლებელია ელფოსტაზე: ekhutsishvili@mes.gov.ge