სააპელაციო საბჭოს წევრების კანდიდატურათა შერჩევის შესახებ ინფორმაცია:
ა) საბჭოს დასახელება - სააპელაციო საბჭო;
ბ) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა - 11 წევრი
აქედან: საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი) - 8;
დამსაქმებელთა, განათლების მიმართულებით მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - 3
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება.
საბჭოს წევრობის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილია დამსაქმებელთა კვოტით, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე დასაშვებია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) და შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
ბ) საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა.
სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე.
გ) საბჭოს წევრის ფუნქციები, საქმიანობის წესი და პრინციპები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99 /ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ შესაბამისად;
დ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარდგენილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით;
ე) საბჭოს წევრობის კანდიდატი შესაძლებელია წარადგინოს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულმა ან უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ, დამსაქმებელმა, სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციამ ან თვითონ კანდიდატმა;
ვ) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს კანდიდატურის:
. CV;
. სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია;
. ცნობა სამუშაო ადგილიდან;
. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო პერსონალის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატებისთვის).
ზ) შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განაცხადების მიღება წარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.