საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მინისტრის მიმდინარე წლის 2 ნოემბრის N390 ბრძანებით გამოცხადებული გრიფირების მიზნებისათვის, აგრძელებს საკონსულტაციო შეხვედრებს დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის საგნების სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა გაეცნოთ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ სიახლეებს, მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები სპეციალისტებისაგან.
შეხვედრების მასპინძელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.
დაინტერესებულმა პირებმა - სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურმა ავტორებმა/გამომცემლობებმა, შეხვედრების განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ და თქვენთვის სასურველი საკონსულტაციო დღეების შესაბამისად წინასწარი რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://goo.gl/forms/5TmzivvjjgiITteX2