საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ცხადდება კონკურსი კამპანიის ფარგლებში - „პარლამენტი შენი მეგობარი“ - სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
კონკურსანტებმა უნდა მოამზადონ საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა ნებისმიერ თემაზე და საინტერესო კანონპროექტი.
კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის 1-ლი დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.
საკონკურსო კომისია 20 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე შეარჩევს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომელთა დაჯილდოვებაც გაიმართება საქართველოს პარლამენტში.
კონკურსის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF).
საკონკურსო მასალები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
ლევან მჭედელაძე : lmchedeladze@parliament.ge
მობ: 555960507
და
ქეთევან ჯაფარიძე : kjaparidze@parliament.ge
მობ: 599287777