13.12.2018
ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების მოსწავლეებისთვის აცხადებს ანიმაციების კონკურსს „გაცოცხლებული
სურათები“. კონკურსის ფარგლებში VII-XII კლასის მოსწავლეები შექმნიან ანიმაციურ ვიდეო რგოლებს, რომლებშიც
გააცოცხლებენ ნიკო ფიროსმანის ნახატებს. კონკურსის მიზანია მოსწავლეებში
შემოქმედებითი და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების გამოვლენა/განვითარება.
კონკურსის პირობები:
- მოსწავლემ
უნდა შექმნას ანიმაციური ვიდეო რგოლი, რომელშიც გააცოცხლებს ნიკო ფიროსმანის
ნახატებს;
- ანიმაციური
ვიდეო რგოლის შექმნისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ციფრული თუ სხვა ტიპის
უკვე არსებული რესურსი, ასევე მოსწავლეების მიერ თავად შექმნილი ნახატები;
- მოსწავლეებმა
უნდა მოიძიონ ფიროსმანის ბიოგრაფიიდან ისტორიები და მათ მიხედვით შეიმუშაონ
ანიმაციური ვიდო რგოლის სიუჟეტი;
- ვიდეო
რგოლი უნდა იყოს გახმოვანებული/გაფორმებული მუსიკალურად;
- ვიდეო
რგოლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს;
საკონკურსო ნაშრომების
შეფასების საორიენტაციო კრიტერიუმები:
- კონკურსის პირობებთან
შესაბამისობა;
- ანიმაციური ვიდეო
რგოლების შესრულების ტექნიკური მხარე;
- ინდივიდუალობა, ორიგინალური ხედვა (ანიმაციის მხატვრული მხარე, მუსიკალური
გაფორმება, სიუჟეტი და სხვ.);
- სიუჟეტი;
- ჩანაფიქრის და
მუსიკალური გაფორმების შესაბამისობა.
ვადები:
- სასკოლო ტურის ორგანიზება,
გამარჯვებულების გამოვლენა, გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების შესაბამის
რესურსცენტრში წარდგენა - არაუგვიანეს
2018 წლის 17 დეკემბრისა;
- რესურსცენტრების მიერ
სამინისტროსთვის საკონკურსო ნაშრომების მიწოდება -არაუგვიანეს 2018 წლის 20
დეკემბრისა;
- სამინისტროში შექმნილი კომისიის
მიერ გამარჯვებულების გამოვლენა - არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა.
გამარჯვებული
ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა
და კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით;