ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდნენ.
კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლინდა სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორები უახლოეს მომავალში დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით:
I ადგილი - სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები: მარიამ ქავთარაძე და თამარ ციხელაშვილი;
II ადგილი - სსიპ ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ნატროშვილი;
III ადგილი - სსიპ ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ხანუმ მამედოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2018 წლის ნოემბერში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის გამოცხადა დღიურების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსის მესამე ეტაპზე სამინისტროში შემოვიდა 216 ნამუშევარი, რომელთაგან კომპეტენტური ჟიურის მიერ სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიესალმება და მადლობას უხდის მოსწავლეებს სასკოლო კონკურსში აქტიური ჩართულობისათვის.