დაიწყო დირექტორობის უფლების მქონე პირთა მიერ, მათი კანდიდატურის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წინაშე წარდგენისათვის თანხმობის განაცხადების წარდგენა.
თანხობის განაცხადის შევსება შესაძლებელია ვებ გვერდზე - http://directors.mes.gov.ge/
2019 წლის 28 იანვრიდან - 10 თებერვლის ჩათვლით.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია შემდეგი საჯარო სკოლებისთვის:
დირექტორობის უფლების მქონე პირმა უნდა აირჩიოს არაუმეტეს სამი საჯარო სკოლა, რომელშიც სურს ასარჩევად წარედგინოს სამეურვეო საბჭოს.
თანხმობის განაცხადის წარდგენა შეუძლია პირს, რომელსაც მოპოვებული აქვს დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ სერტიფიკატი ძალას კარგავს, თუ პირი სერტიფიკატის მიღებიდან 7 წლის განმავლობაში არ დაიწყებს დირექტორის საქმიანობის განხორციელებას და შესაბამისად, ასეთი პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას.
რეგისტრაციის შემდგომ, თანხმობის განაცხადში მითითებული საჯარო სკოლების ჩამონათვალის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ - 2019 წლის 12 თებერვალს.