"კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს "პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა"
იხილეთ კონკურსის გამოცხადების, საკონკურსო პირობების, განცხადების, საკონკურსო განაცხადის, საკონკურსო განაცხადის დაზუსტების და ანგარიშის წარმოდგენის ფორმები:
განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე სამინისტროში კონსულტაციები გაიმართება:
კონკურსის I ეტაპზე
ა) 2019 წლის 27 თებერვალს 14:00 სთ-ზე;
ბ) 2019 წლის 4 მარტს 14:00 სთ-ზე;
კონკურსის II ეტაპზე
გ) 2019 წლის 25 ივლისს 14:00 სთ-ზე;
დ) 2019 წლის 9 აგვისტოს 14:00 სთ-ზე;
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N4.