„კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის“ კონვენციის საერთაშორისო ფონდში (IFCD), კონვენციის წევრი ქვეყნებისთვის გამოცხადდა 2019 წლის საპროექტო განაცხადების მიღება მათი დაფინანსების მიზნით.
კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდი მხარს უჭერს იმ პროექტებს და ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან კულტურული გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვასა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე; ინფრასტრუქტურისა და სხვა საჭირო რესურსის მოძიებასა და გაუმჯობესებაზე; კულტურული ინდუსტრიის არსებული მიმართულებების გაძლიერებასა და ახალი მიმართულებების შექმნის მხარდაჭერაზე.
კონვენციის წევრ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ფონდს დასაფინანსებლად წარუდგინოს მაქსიმუმ 4 განაცხადი ( აქედან 2 პროექტის წარდგენა შეუძლია სახელმწიფო სტრუქტურას, ხოლო დანარჩენი ორის – არასამთავრობო ორგანიზაციას). აპლიკაციის ატვირთვა უნდა მოხდეს განმცხადებლის მიერ, მხოლოდ ონლაინ რეჟიმში შესაბამის პლატფორმაზე (მ.წ 13 ივნისამდე).
აპლიკაციის ასატვირთად გთხოვთ თანმიმდევრულად გაიაროთ შემდეგი რამდენიმე ნაბიჯი:
სრული ინფორმაცია ფონდის და აპლიკაციის შევსების დეტალებსა და წესის შესახებ განთავსებულია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
https://en.unesco.org/creativity/sites/creativity/files/10th_ifcd_call_en.pdf).
https://en.unesco.org/creativity/sites/creativity/files/annotated_guide_2019.pdf