ოთხივე კონკურსი ტარდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
1. ახალგაზრდული კონკურსი "ქართული ენა და ინტერნეტი"
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს. განსაზღვრული თემატიკის ფარგლებში საკონკურსოდ შეიძლება წარმოდგენილი იყოს: ესე, პოპულარული სტატია, ბლოგი, პოდკასტი, ვიდეობლოგი და სხვ., უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com კონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით
2. „ჩემი პირველი ქართული ტექსტი" - კონკურსი საქართველოს მოქალაქე მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, რომელთათვის ქართული არ არის მშობლიური ენა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა. საკონკურსო ნაშრომები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.comკონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით
3. „რეპორტაჟები 1978 წლის 14 აპრილის შესახებ" კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებსა და ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს
კონკურსის მიზანია თაობათა კავშირის გაძლიერება და სახელმწიფო ენის მიმართ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა. კონკურსის მონაწილემ უნდა შეკრიბოს ზეპირი ისტორიები 1978 წლის 14 აპრილის საპროტესტო დემონსტრაციის შესახებ და გააანალიზოს ისინი. კონკურსანტმა ჩაწერილი 14 აპრილის შესახებ ზეპირი ისტორიები ესეს, თხზულების, ინტერვიუს, ჩანახატის სახით უნდა გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.comკონკურსის სახელწოდების მითითებით 2019 წლის .31 მარტის ჩათვლით.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან:
ერთი პირველი ადგილი - 500 ლარით
ერთი მეორე ადგილი - 300 ლარით
ერთი მესამე ადგილი - 200 ლარით
4. არაქართული სკოლების ქართული ენის წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენა და დაჯილდოება
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის მასწავლებლებს. კონკურსის მონაწილეებმა უნდაა გამოგზავნონ სივი და ორი რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: kartuliessay@gmail.com 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული მასწავლებელი, რომელთაგან თითოეული დაჯილდოვდება 500 ლარით.