დიმიტრი შაშკინმა, ,,Microsoft’’-ის ბიზნესის განვითარებისა და ტექნოლოგიური მიდგომების დირექტორმა დან მაკფეტრიჯმა და ,,Intel’’-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორმა ბრაიან გონსალესმა შეთანხმებას ხელი ბათუმში მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ,,Microsoft’’-სა და ,,Intel’’-ის წარმომადგენლებთან გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით პირველ კლასელ მოსწავლეებს ,,Netbook’’-ი დაურიგდებათ. პროგრამის პილოტირება ახალი სასწავლო წლიდან ზუგდიდის, ბათუმისა და წეროვანის სკოლებში დაიწყება, სადაც ყველა პირველი კლასელი ,,Netbook’’-ს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიიღებს.
მოსწავლეებისთვის ,,Netbook’’-ის გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.
,,Netbook’’-ს დამხამრე ხასიათი ექნება და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. კომპიუტერში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა.
,,Netbook’’-ი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. კომპიუტერში გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქოლოგია და მისი უნარ-ჩვევები, რომელსაც ,,Netbook’’-ი მოსწავლეს კიდევ უფრო უვითარებს.
,,Microsoft’’-სა და ,,Intel’’-თან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე აღნიშნული კომპანიები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო მასალებითა და რესურსებით უზრუნველყოფენ, ,,Netbook’’-ის ათვისების მიზნით ასევე მოახდენენ პედაგოგების გადამზადებას.
,,Microsoft’’-თან და ,,Intel’’-თან დადებული შეთანხმება წარმოადგენს ტრანსფორმაციის, ინოვაციისა და პროგრესის შემდგომ ნაბიჯს ელექტრონულ სამყაროში ყველა მოქალაქის ჩასართავად. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ისწავლონ და ითანამშრომლონ თანატოლებთან, დაუკავშირდნენ ოჯახებსა და დანარჩენ მსოფლიოს და სწავლის პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ.”-განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.