20.03.2019
ესპანეთის დიპლომატიურმა სკოლამ დაიწყო საბუთების მიღება დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების 2019-2020 წლის სამაგისტრო პროგრამაზე.
აღნიშნულ პროგრამაზე დაიშვებიან შემდეგი კანდიდატები:
- უცხოეთის დიპლომატიური სამსახურის წევრები, რომლებსაც აქვთ უნივერსიტეტის ხარისხი Ph.D, გამოცემული 30 სექტემბრის 2019 წლამდე და რომლებსაც ასევე გააჩნიათ დიპლომატიური პასპორტი და ფლობენ ესპანურ ენას;
- პირები, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი (აქვთ ხარისხი Ph.D) ან ტექნიკური სკოლები და სასწავლო ცენტრები, რომლებიც აღიარებულია ოფიციალურად ესპანეთის საგანმანათლებლო სისტემის მიერ.
განცხადებები ოფიციალურად წარდგენილი უნდა იყოს 2019 წლის 1 აპრილამდე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ესპანეთის საელჩოში (ანკარა).