ირლანდიის მთავრობა 2019-2020 აკადემიური წლისთვის გამოყოფს საერთაშორისო სტიპენდიებს, რაც გულისხმობს ირლანდიურ უნივერსიტეტებში უცხოელი, მათ შორის ქართველი სტუდენტებისთვის ერთწლიანი დაფინანსების შესაძლებლობას. კერძოდ, დაფინანსებისთვის შესაფერისი კანდიდატურები არიან: - ბაკალავრიატის დამამთავრებელი წლის სტუდენტები; - მაგისტრატურის სტუდენტები; - კვლევითი პროგრამების მონაწილეები.
იხილეთ სააპლიკაციო განაცხადი, რომლის ონლაინ (ბმული:https://webportalapp.com/sp/login/heagrantapplication) წარდგენის ვადა იწურება მიმდინარე წლის 29 მარტს.