ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის მე-7 კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირების მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დაინტერესებულ სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატთან. მათ, სხვადასხვა სახის აქტივობებით (ტრენინგები/სემინარები/საკონსულტაციო შეხვედრები), მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შინაარსობრივი კრიტერიუმების დახვეწის, ავტორებისა და რეცენზენტების გადამზადების მიმართულებით. მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელება იგეგმება მომავალშიც.
შედეგად, მიმდინარე გრიფირების პროცესში, დაინტერესებული პირების მიერ, სხვადასხვა საგნებში წარდგენილ იქნა 75 განაცხადი. გრიფირების განაცხადები არ შემოსულა საგნებში: ქართული, როგორც, მეორე ენა (V-VI კლ. და VII კლ), აფხაზური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI და VII კლ), სომხური, რუსული, აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა და ლიტერატურა (I-IV, V-VI და VII კლ), მეორე უცხოური ენა - ფრანგული (V-VI და VII კლ).
რეცენზირების ეტაპზე გადასული განაცხადების რაოდენობა, საგნების მიხედვით, შემდეგია:
N |
საგნის დასახელება |
კლასი |
რეცენზირების ეტაპზეგადასული |
1 |
ქართული ენა და ლიტერატურა |
VII |
8 |
2 |
მათემატიკა |
VII |
8 |
3 |
ისტორია |
VII |
6 |
4 |
ფიზიკა |
VII |
10 |
5 |
ბიოლოგია |
VII |
7 |
6 |
გეოგრაფია |
VII |
4 |
7 |
მუსიკა |
VII |
6 |
8 |
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება |
VII |
5 |
9 |
მოქალაქეობა |
VII |
5 |
10 |
პირველი უცხოური ენა (ინგლისური) |
VII |
3 |
11 |
მეორე უცხოური ენა (გერმანული) |
VII |
1 |
12 |
მეორე უცხოური ენა (რუსული) |
VII |
4 |
13 |
ფიზიკური აღზრდა |
V-VI |
3 |
14 |
ფიზიკური აღზრდა და სპორტი |
VII |
2 |
15 |
ქართული, როგორც მეორე ენა |
I-IV |
1 |
სულ |
73 |
მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოს/სერიის რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფები, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაკომპლექტებულია პრაქტიკოსი მასწავლებლების, დარგის მეცნიერის, ფსიქოლოგის, ფილოლოგისა და სხვა სპეციალისტისაგან. გარდა ამისა, სასკოლო სახელმძღვანელოებით საზოგაოდების ყველაზე დაინტერესებულ სეგმენტს, მშობლებს, მიეცათ შესაძლებლობა, ჩართულიყვნენ სახელმძღვანელოების განხილვის პროცესში და წარმოედგინათ თავიანთი შენიშვნები/რეკომენდაციები.
რეცენზენტთა საგნობრივი ჯგუფების მიერ სახელმძღვანელოების/სერიების განხილვა დასრულდება მაისის პირველ ნახევარში.
სასკოლო სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს 17 ივნისისა.