2019 წლის 11-13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, გაიმართება „პარიზის მშვიდობის ფორუმი“ (“Paris Peace Forum – PPF”), რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას გლობალური გამოწვევების საპასუხოდ გამოყენებული ინოვაციური და კონკრეტული მიდგომების განსახილველად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
„პარიზის მშვიდობის ფორუმის" ფარგლებში, გამოცხადებულია საპროექტო წინადადებების წარდგენის კონკურსი, რომელში მონაწილეობაც შეუძლია ყველა მონაწილე მხარეს (საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო უწყებებს, კომპანიებს, ფონდებს, განვითარების სააგენტოებს, ასოციაციებს, რელიგიურ ჯგუფებს, „think tanks“-ებსა და უნივერსიტეტებს).
კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილ უნდა იქნას კონკრეტული მმართველობითი პროექტები (governance projects), რომლებიც არსებული გლობალური გამოწვევების საპასუხოდ პრაქტიკულ და ინოვაციურ წინადადებებს მოიცავს 6 ძირითადი მიმართულებით:
პროექტების დარეგისტრირება უნდა მოხდეს მ/წლის 24 მაისამდე შემდეგი ელ. პორტალის საშუალებით: parispeaceforum.org
გამარჯვებული პროექტების სია 2019 წლის 18 ივნისს გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის წარდგენის პირობებზე იხილეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://parispeaceforum.org/faq-project/