UNESCO აცხადებს კონკურსს წიგნიერების საერთაშორისო პრიზების მოსაპოვებლად 2019 წლისთვის, რომლის ზოგადი თემაა „წიგნიერება და მულტილინგუალიზმი“. ჯილდოს მფლობელი შეიძლება გახდეს მთავრობა, კერძო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციები წიგნიერების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებისთვის.
კონკურსი ასევე ითვალისწინებს ორი პრიზის გადაცემას:
პრიზებზე კანდიდატურების წარდგენა ხდება ონლაინ პლატფორმის მეშვეობით. ამისათვის აპლიკანტმა ანგარიშის შექმნის მოთხოვნა უნდა გააგზავნოს მისამართზე www.unesco.org/ilp/account. პასუხად მიღებული პაროლით აპლიკანტს ექნება შესაძლებლობა შევიდეს პლატფორმაზე და შეავსოს სააპლიკაციო ფორმა. კანდიდატების მიერ სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა მ. წ. 16 ივნისი. პრიზების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე http://en.unesco.org/themes/literacy/prizes.
პლატფორმაზე ატვირთული აპლიკაციების UNESCO-სთვის მიწოდება (რეკომენდაციის გაწევა) უნდა მოხდეს საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოს მეშვეობით. პრიზის მოთხოვნების თანახმად ქვეყანას აქვს უფლება რეკომენდაცია გაუწიოს მაქსიმუმ 3 ნომინაციას „UNESCO კონფუციუსის წიგნიერების პრიზისთვის“ და 2 ნომინაციას - „UNESCO მეფე სეჯონგის პრიზისთვის“. აპლიკაციების UNESCO-სთვის მიწოდების პროცესი უნდა დასრულდეს მ. წ. 23 ივნისამდე. აპლიკაციებისთვის რეკომენდაციების გაწევისთვის აუცილებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობა და მისი უშუალო მონაწილეობა პროექტების შერჩევის პროცესში. შესაბამისად, მ. წ. 16 ივნისამდე პლატფორმაზე ატვირთული აპლიკაციები პარალელურ რეჟიმში (ყოველი ატვირთული აპლიკაციის შესახებ ინფორმაციას UNESCO მიაწვდის სამდივნოს) ელ-ფოსტით მიეწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონტაქტო პირს.