ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის „მოქალაქეობის“ საგნის გადამუშავებული სტანდარტის პროექტის გასაცნობად შეხვედრაზე ვიწვევთ ამ საგნის VIII კლასის სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, 16:00 საათზე. შეხვედრის ადგილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (დ. უზნაძის ქ. N52) - ოთახი N249 (II სართული, II ფლიგელი).