საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დაინტერესებულ პირებთან, მართავს შეხვედრას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის VIII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების შესახებ.
შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, 16:00 საათზე.
შეხვედრის ადგილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (დ. უზნაძის N52) სააქტო დარბაზი (II სართული).