ჩემპიონატში გამარჯვებული სკოლების გუნდებს ჯილდოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ გადასცეს. ასევე დავით კირკიტაძის ინიციატივით, გამარჯვებული გუნდები ანაკლიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ.
ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. ფინალური შეხვედრები რუსთავის მე-18 საჯარო სკოლაში გაიმართა. ეს სკოლა ერთ-ერთია, სადაც პილოტირებას ახალი პროგრამა გადის. სექტემბრიდან უკვე ყველა სკოლაში სავალდებულო გახდება ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტით ჩანაცვლება.
აკაკი სეფერთელაძის განცხადებით, სპორტის გაკვეთილების ჩატარება და ამ ფორმით სპორტის პოპულარიზაცია, მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.