საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სსიპ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატის შესარჩევად.
„პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში − სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.
სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ)განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან).
კანდიდატთა წარდგენის წესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში თითო კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ საქმიანობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.
კონკურსში მონაწილეობისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
გადაწყვეტილების მიღების წესი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აფასებს თითოეულ კანდიდატს;
საბჭო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და/ან ცალკეულ კანდიდატთან გამართოს გასაუბრება;
გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
სარეკომენდაციო საბჭო გამარჯვებულ კანდიდატს, რეკომენდაციის სახით, დასანიშნად წარუდგენს მინისტრს.
საბჭოს წევრებს არ აქვთ კანდიდატთა წარდგენის და საინიციატივო ჯგუფებში მონაწილეობის, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელების კონკურსში მონაწილეობის უფლება.
დოკუმენტაციის მიღების ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 20 სექტემბრის 15:00 საათამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, შემდეგ მისამართებზე: თბილისი, სანაპირის ქ. N 4, თბილისი, უზნაძის ქ. N 52