ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სთავაზობენ საქართველოს სკოლებს, საკუთარ კლასებში მოაწყონ თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხების გარშემო დისკუსიები; ასევე, იწვევენ 15-18 წლის ასაკის მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ ესეების კონკურსში, თემაზე მრავალფეროვნება და თანასწორობა საქართველოში.
ესეების კონკურსი ემსახურება კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ეგიდით ტარდება.
რა არის თანასწორობა და მრავალფეროვნება?
თანასწორობა და მრავალფეროვნება, იგივე მულტიკულტურალიზმი, ადამიანებს შორის განსხვავებულობის ხელშეწყობა და მიმღებლობაა. უფრო კონკრეტულად, თანასწორობის არსი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ადამიანის მიმართ, მიუხედავად მისი „რასისა“, ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა, კანის ფერისა, მოქალაქეობისა, რელიგიისა და ენისა, მოვეპყრათ სამართლიანად და თანაბრად. მრავალფეროვნება ამ განსხვავებულობათა აღიარება და პატივისცემაა, ინკლუზიური გარემოს შექმნის მიზნით.
განათლების სფეროში თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეებისთვის. მთავარი მიზანია საკლასო ოთახში შეიქმნას გარემო, რომელიც ყველა მოსწავლის ერთობლივ განვითარებას შეუწყობს ხელს და სადაც მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები თავიანთი ინდივიდუალური თავისებურებების წყალობით უნიკალურები არიან და არა „სხვანაირები“, ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით.
თანდართულია მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ევროპის საბჭოს მიერ შემოთავაზებულ თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ დისკუსიის წარმართვის სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს.
ესეს თემა
მე ვირჩევ თანასწორობას, იმიტომ, რომ...?
თემა უნდა განვითარდეს დღევანდელ საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის ირგვლივ და ემყარებოდეს ავტორის პირად გამოცდილებასა და თვალსაზრისს ან/და საქართველოს ისტორიას, ლიტერატურასა და კულტურას.
მონაწილეობის პრინციპი
შეფასება
ნამუშევრები შეფასდება ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის წარმოამადგენლობითი ჯგუფის, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამენტის წევრების და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ.
ჯილდოები
10 საუკეთესო თემა დამუშავდება კრებულად და სკოლები და ავტორები მიიღებენ გამოცემის ასლებს.
1 x პირველი ადგილი
მასწავლებლების თანხლებით, ევროპის საბჭოში (სტრასბურგი, საფრანგეთი) ვიზიტი.
ასევე სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ პირველ ათეულში მოხვედრილ მონაწილეებს.
საავტორო უფლება
თქვენი ესეს მოწოდებით, თქვენ გვანიჭებთ ექსკლუზიურ უფლებას მსოფლიოს მასშტაბით თქვენი ტექსტის გამოცემასა და/ან გავრცელებაზე ელექტრონულ ფორმატში, ნაბეჭდი სახით ან ნებისმიერ სხვა მატარებელზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი სახელი ყოველთვის გარკვევით იყოს მითითებული ესე ტექსტში და ვიტოვებთ ტექსტში აუცილებელი სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლებას. ჩვენ არ შევიტანთ თქვენ ტექსტში მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენთან კონსულტაციის გარეშე.