25.11.2019
1) საბჭოს დასახელება:
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო
2) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა და საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
ა) შესარჩევ კანდიდატთა რაოდენობა
- 17, მათ შორის:
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმითა და
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
წარმომადგენლები (ადმინისტრაციული,
სასწავლო/აკადემიური, სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენლები – 12;
- დამსაქმებელთა წარმომადგენლები, განათლების მიმართულებით
მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
– 3;
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენელი
- 1;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი - 1.
ბ) საჯარო სამართლის
იურიდიული პირის ფორმითა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი (ადმინისტრაციული, სასწავლო/აკადემიური,
სამეცნიერო პერსონალი), აგრეთვე, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო პერსონალის წარმომადგენელი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
- სასწავლო/აკადემიური ან სამეცნიერო შესაბამის
სფეროში მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
- საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა
და განვითარების სპეციფიკის ცოდნა და/ან ამ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება;
გ) დამსაქმებელთა, ასევე განათლების მიმართულებით
მომუშავე სამოქალაქო (არასამთავრობო) სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი
უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი;
- შესაბამის სფეროში საშუალო ან ზედა რგოლის მენეჯერულ
პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენის დროისთვის
მოქმედი დამსაქმებლის სტატუსის ქონა;
დ) სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- არანაკლებ
მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსის (აქტიური) ქონა;
- მაღალი
აკადემიური მოსწრება;
- სტუდენტურ
და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა.
3) საბჭოს წევრის ფუნქციები:
საბჭოს
წევრის ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებით“.
4) განცხადების
წარდგენის ვადა და წესი:
ა) საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა
და სპორტის სამინისტროში (შემდეგში - „სამინისტრო“) შესაძლებელია წარადგინოს ორგანიზაციამ
ან ფიზიკურმა პირმა:
- უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების, დამსაქმებლის,
სამოქალაქო (არასამთავრობო) ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატის
წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროს წარედგინება
განცხადება (დანართი N1);
- კანდიდატის
მიერ მიმართვის შემთხვევაში სამინისტროს წარედგინება განცხადება (დანართი N2).
ბ) განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
- ავტობიოგრაია (CV);
- სამოტივაციო
წერილი (არაუმეტეს 500 სიტყვისა);
- ცნობა სამუშაო
ადგილიდან;
- ცნობა სტუდენტის
აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);
- უმაღლესი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი;
გ) განცხადების შემოტანის ვადა - 2019
წლის 25 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით;
5) დამატებითი ინფორმაცია:
- ავტორიზაციის
საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, აკრედიტაციის საბჭოს ან სააპელაციო საბჭოს
წევრი;
- წარდგენილი
კანდიდატი შესაძლებელია განხილულ იქნეს სააპელაციო საბჭოს წევრობის კანდიდატად განცხადების
ფორმაში შესაბამისი თანხმობის დაფიქსირების საფუძველზე.
- ავტორიზაციის
საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით;
შენიშვნა:
შესარჩევი
კომისია უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს
დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი.
განცხადებების მიღება წარმოებს საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში:
მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის N52.