
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის №64 საჯარო სკოლაში ქართული ცეკვის
პირველი გაკვეთილის მიმდინარეობას გაეცნო. ცეკვის გაკვეთილების პილოტირება
2011 წლის იანვარში თბილისის ყველა საჯარო სკოლაში დაიწყო, 2011-2012
სასწავლო წლიდან კი, სავალდებულო
დისციპლინის სახით შევა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-4 კლასში.
ქართული ცეკვის საგნობრივი პროგრამა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში შექმნილი სამუშაო
ჯგუფის მიერ შემუშავდა. პროგრამის საგნობრივი პროგრამის შემუშავებაში
მონაწილეობდნენ დარგის ექსპერტები:
- თენგიზ უთმელიძე -
ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე;
- ფრიდონ სულაბერიძე -
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ანსამბლ
"რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი;
- რევაზ ჭანიშვილი -
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქორეოგრაფიული
მიმართულების ხელმძღვანელი, ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების
ხელმძღვანელი;
- უჩა დვალიშვილი -
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მოსწავლეთა სასახლის
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი;
- ლევან კუბლაშვილი -
ანსამბლი "ერისიონი", ანსამბლ "ელეონის" ხელმძღვანელი.
ექსპერტთა მუშაობას კოორდინაციას უწევდა სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მუსიკის ექსპერტი,
პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი რუსუდან თაყაიშვილი.
დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების
აზრით, ახალი საგანი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ჰარმონიულ
განვითარებას.