2013 წლის 13 ინვისს პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის მორიგი შეხვედრა შედგა. როგორც მოგეხსენებათ, კომისია 2012 წლის 14 დეკემბრიდან მუშაობს და გაიხილავს განათლების სფეროში დასაქმებულ იმ პიროვნებათა განცხადებებს, ვინც თვლის რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა მათივე პოლიტიკური შეხედულების გამო.