ავტორი - მირიან ბოქოლიშვილი
თბილისში აქამდე მხოლოდ სასტუმროების ხარისხს განსაზღვრავდნენ ვარსკვლავებით, თუმცა ახლა უკვე ბრენდირების პროცესი არც მეტი არც ნაკლები სკოლებში იწყება. მალე საქართველოში გაჩნდება ერთ, ორ, სამ, ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სკოლები, შესაბამისად, ადვილი გასარჩევი იქნება რომელ სკოლაში გსურთ ისწავლოს თქვენმა შვილმა. ეს იმითაც არის კარგი, რომ შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სწავლის ხარისხზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთია იდეის ავტორების ვარაუდი. გარდა ამისა, სკოლებში ნელ–ნელა დასავლეთში უკვე კარგად აპრობირებული პროექტები იწყება. ერთ–ერთი ასეთი პროექტი კი მადლიერების კლუბი, ანუ ალუმნაიაა. ამ და კიდევ სხვა სიახლეების შესახებ "პრაიმტამს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინი:
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში დაახლოებით 2200 საჯარო და 200–მდე კერძო სკოლაა. ბრენდირება ხელს შეუწყობს სკოლების განვითარებას. როდესაც არის კონკურენცია ბუნებრუივად იქნება განვითარებაც. ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას და მერე მშობელი თვითონ აირჩევს რომელი სკოლაა მისთვის უფრო მისაღები. ზოგისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლა, ზოგს უფრო მეტად ინფრასტრუქტურის საკითხები აინტერესებს და ა.შ. ამ მექანიზმით წავახალისებთ სკოლებს შორის კონკურენციას. ბრენდირებას მოჰყვება კონკურენცია, ახალი იდეებით და თვითონ სკოლები იქნებიან დაინტერესებულნი, რაც შეიძლება მეტი ბავშვი მიიზიდონ.
მაქსიმუმ რამდენ ვარსკვლავიანი შეიძლება იყო სკოლა?
ამაზე ახლა მუშაობენ ჩვენი ექსპერტები. სავარუდოდ იქნება ხუთვარსკვლავიანი სისტემა. იქნება სია იმ კრიტერიუმების, რის საფიძველზეც ენიჭება სკოლებს ვარსკვლავი. რა თქმა უნდა თბილისისთვის და რეგიონებისთვის იქნება ინდივიდულური მიდგომები.
ბრენდირება ერთიანად მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით, თუ საპილოტე პროექტს გეგმავთ?
პირველ ეტაპზე იქნება თბილისში და სადღაც სექტემბრისთვის მოხდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ბრენდირების პროცესი ხომ არ გამოიწვევს ზოგ სკოლაში ბავშვების რაოდენობს ხელოვნურ გაზრდას, ზოგან კი პირიქით კლებას?
არა, ეს არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ბერკეტი ამის საწინააღმდეგო. არსებობს ლიმიტი, რომლის იქით სკოლა ვერ გაზრდის მოსწავლეთა რაოდენობას და ეს პროცესი მკაცრად გაკონტროლდება.
დაახლოებით რამდენი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტულმა სკოლამ, რომ მან მიიღოს 5 ვარსკვლავიანი ხარისხი?
ეს იქნება საკმაოდ ვრცელი სია. ჩვენს საიტზე პირველი ინფორმაცია დაიდება თებერვლის ბოლოსთვის.
და ვინ ადგენს ამ კრიტერიუმებს. მხოლოდ სამინისტრო თუ საექსპერტო წრეებიც არიან ჩართულნი ამ პროცესში?
არის ექსპერტთა ჯგუფი, ამაში პირველ რიგში არიან ჩართულნი სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. ჩვენ თვითოეულ ნაბიჯს ვათანხმებთ დირექტორებთან და პედაგოგებთან. მათი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, მე რომ დავჯდე და მარტო ჩემი იდეები ვაფრქვიო, ასე საქმე არ გამოვა. შეიძლება კონკრეტულმა პედაგოგმა უფრო უკეთესად იცოდეს რა სჭირდება სკოლას ვიდრე ნებისმიერმა სხვამ.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება არის კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნა სკოლებში. ასეთი კლუბები აპრობირებულია დასავლეთის ქვეყნებში, რამდენად გაამართელებს ჩვენთან?
დიახ, ეს პროგრამა მუშაობს დიდი წარმატებით, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპულ ქვეყნებში. არიან უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა დაფინანსება ძირითადად დამოკიდებულია ალუმნაიას პროგრამაზე, ასე ეძახიან კურსდამთავრებულთა კლუბს დასავლეთში. ქართულ რეალობაში ეს იქნება მადლიერების კლუბი. ჩვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი უკავშირდება სკოლას. თუ შენ მიაღწიე წარმატებას და გაქვს სურვილი დაეხმარო შენს სკოლას, გეძლევა საშუალება რომ მადლიერების კლუბის მეშვეობით დაეხმარო მას.
როდესაც პირველად პრეზიდენტმა განაცხადა ამის შესახებ, ისე იყო გაგებული, რომ თითქოს ალუმნაიას პროექტი მხოლოდ ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებდეს...
არა, ეს პროექტი გულისხმობს არამხოლოდ ფინასურ დახმარებას, არამედ ბევრ ძალიან საინტერესო საკითხს. მაგალითად, შეხვედრებს მოსწავლეებთან და საკუთარი წარმატებების გაზიარებას, მასტერ კლასებს, ეს იქნება არაფორმალური შეხვედრები( ვფიქრობ, არაფორმალური შეხვედრები ცუდად ჟღერს და ამოვიღოთ). ანუ ფინანსური კომპონენტი არაა ერთადერთი. ამ პროექტის მთელი არსი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ხდება წარმატებული სურვილისამებრ ჩაერთოს თავისი სკლის განვითარებაში. სკოლა არაა მხოლოდ მოსწვალის და მასწავლებლის. ის ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და ადამიანი რომელმაც იქ 11 წელი ისწავლა არ უნდა გაითოშოს სკოლის ცხოვრებიდან. ბავშვს მუდმივად სჭირდება მაგალითი, რომ მხოლოდ შრომით და სწავლით შეიძლება წარმატების მიღწევა.
იწყება პედაგოგთა სერტიფიცირება. კონკრეტულად როდიდან დაიწყება პროცესი?
სერტიფიცირება დაიწყება 2010 წლის ივლისში, 27 თებერვალს ქუთაისში ჩატარდება პრეტესტი. 500 მასწავლებელი, რომელთაც აქვთ სურვილი მონაწილეობას მიიღებენ პრეტესტში. ეს იქნება სერტიფიცირების პილოტირება, მარტში უკვე დაიდება კომპეტენციის ზღვარი და ივლისში ჩატარდება. მასწავლებლები ძალიან პოზიტიურად ხვდებიან ამას. სერტიფიცირება არაა თვითმიზანი. ესაა მექანიზმი თუ როგორ შევძლოთ კვალიფიკაციის ამღალება. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს მოემტება ხელფასები, ექნებათ საშუალება იმუშაონ მენტორ–მასწავლებლად, რაც ითავლსიწინებს დანამატს. არ გამიგია მასწავლებელის მხრიდან რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება სერტიფიცირებასთან დაკავშირებით.
თუმცა თქვენი უწყების მისამართით ნეგატიური დამოკიდებულება მუდმივად ისმის პროპკავშირების მხრიდან, მანან ღურჭუმელიძის ხელმძღვანელობით...
რაც შეეხება ქალბატონ მანას, აქ პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ორი პროფკავშირი უპირისპირდება ერთმანეთს და მუდმივად არის მცდელობა, სამინისტროც ჩაითრონ ამ დაპირსიპირებაში. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა – პროფკავშირების დაპირისპირება არის მათი საქმე და სახელმწიფო არ აპირებს ამაში ჩარევას. პირიქით, ჩვენ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ ნუ მოახდენენ მასწავლებლების სახელით სპეკულირებას. ჯობია თვითონ გაარკვიონ თავიანთი ურთიერთობები. განათლების სამინისტროს მუშაობა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ამღლდეს სწავლის ხარისხი და ბავშვი დავუბრუნოთ სკოლას. ჩვენ ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას. თუ საზოგადოების დაკვეთა იქნება, რომ სკოლა უნდა იყოს გასართობი კლუბი, მაშინ გვითხრან და ჩვენც დავისვენებთ. ამ სისტემაში ვერ მიიღებ შედეგს ერთ ან ორ თვეში. ეს რეფორმა რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ გატარდება 2010 – 2011 წლებში.
რაც შეეხება სახელმძღვანელოებს... თუ არ ვცდები ამ კუთხითაც სიახლეა...
დიახ, ადრე ყველა პირველ კლასელს სახელმწიფო აძლევდა უფასოდ სახელმძღვანელოს. ჩემი ბავშვი ახლა მიდის პირველ კლასში და რატომ უნდა უყიდოს მას სახელმწიფომ წიგნები. პირადად მე ამის პრობლემა არ მაქვს ხო? ასეა ბევრი ადამიანი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სახელმძღვანელოები ყველა კლასის მოსწავლისთვის იყოს უფასო, თუ მათი ოჯახები არიან სოციალურად დაუცველთა პროგრამაში. ასევე შეიქმნება მეორადი სახელმძღვანელოების ბაზა ბიბლიოთეკებში. სახელმძღვანელობის ფასებიც პრობლემურია, გამომცემელბები ამ ფასში დებენ გარკვეულ რისკებსაც, რადგან არ იციან კონკრეტუკლად რამდენი წიგნი გაეყიდებათ. ამიტომ ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ იმის განსაზღვრა, კონკრეტულად თუ რამდენი წიგნია საჭირო, შესაბამისად გამომცემლობისთვის ეს რისკები შემცირდება და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი გახდება.