როგორც გლობალური კამპანია განათლებისთვის (GCE) წევრი ორგანიზაცია, „კოალიცია განათლება ყველასათვის - საქართველო“ ხელს უწყობს განათლება ყველასათვის მიზნების განხორციელებას საქართველოში, რაც გულისხმობს, სხვა მიზნებთან ერთად, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასაც.
კონფერენციაზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა - განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი და ასოციაცია სკოლა, ოჯახი, საზოგადოება პრობლემის ანალიზი და კოალიციის რეკომენდაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე:
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების სფეროს ექსპერტები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.