ქვეპროგრამის მიზანია - ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
2015 წელს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქვეპროგრამის „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა ეთნიკური უმცირესობებისთვის“ ფარგლებში ანხორციელებს 2 აქტივობას: „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის“ და „მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის“. საზაფხულო სკოლა ტარდება 2 ნაკადად.
1„მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა მასწავლებლებისთვის“ (1-ლი ნაკადი) - მონაწილეობას იღებს საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/ სექტორების 50 მასწავლებელი. მასწავლებლებისთვის ხორციელდება 12 დღიანი საზაფხულო სკოლა და ნაწილდებიან ერთ ბაზაზე. საზაფხულო სკოლა მოიცავს როგორც ქართული ენის სწავლებისა და კულტურათა შორის დიალოგის ხელშემწყობ ტრენინგებს/ინტერაქტიულ სასწავლო კურსებს, ასევე არააკადემიურ პროგრამებსაც.
2.მულტიკულტურული საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისთვის ( მე-2 ნაკადი)მონაწილეობას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსის საფუძველზე შერჩეული 2014-2015 აკადემიური წლის მდგომარეობით, საქართველოს რეგიონების (კახეთი, ქვემო ქართლი, სამცხე -ჯავახეთი) არაქართულენოვანი სკოლების/ სექტორების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების საუკეთესო შედეგების მქონე 50 მოსწავლე.