27 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის
80 წლისთავისადმი
მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა, რომელსაც ბევრ საპატიო სტუმართან ერთად, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრო.
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი განათლებისა და მეცნიერების მძლავრი კერაა შიდა ქართლში, რომელმაც არაერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ღვაწლმოსილი
პედაგოგი აღუზარდა სამშობლოს. გორის უმაღლეს სასწავლებელში
სხვადასხვა პერიოდში სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთი დიდი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: გ. ახვლედიანი,
ე. მეტრეველი, ა. ჩიქობავა,
თ. უთურგაიძე, გ. ჟორდანია,
ზ. სარჯველაძე, ს. გაჩეჩილაძე,
ს. ხუციშვილი, ვ. თოფურია,
ს. მაკალათია, გ. მერკვილაძე,
დ. თევზაძე და სხვ.
უნივერსიტეტში
ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამული და ინფრასტრუქტურული პროექტი
განხორციელდა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა უნივერსიტეტში სწავლის დონე და მიღწეული
წარმატებები.