საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობით განათლების სფეროში და ხაზი გაუსვეს მისი შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას. სწორედ ამ მიზნით, უახლოს მომავალში, საქართველოს თურქეთის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაგეგმილი ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.