საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საჯარო სკოლების შენობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე 2010 წლის 16 მარტს №53 გაზეთში ,,24 საათი’’ გამოქვეყნებულ განცხადებაში შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
განცხადების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი ლოტი: ლოტი №8 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 92 067.40 (ოთხმოცდათორმეტი ათას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი;
განცხადების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მიწოდების სავალდებულო ვადაა №1 ლოტზე ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღე, №2, №6 და №8 ლოტებზე არაუმეტეს 100 კალენდარული დღე, №3, 4 და №7 ლოტებზე არაუმეტეს 120 კალენდარული დღე, №5 ლოტზე 50 კალენდარული დღე;