
დასრულდა კონკურსი
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. განათლების საერთაშორისო ცენტრი ულოცავს გამარჯვებულებს
და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!
ეს პროგრამებია:
- საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 - 40 გამარჯვებული
- საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 – 1 გამარჯვებული
- საერთაშორისო
სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 – 5 გამარჯვებული
- საზღვარგარეთ
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019 – 9 გამარჯვებული
- სასტიპენდიო
პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 -
48 გამარჯვებული
საკონკურსო პერიოდში
დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. (იხ. ბმული: http://iec.gov.ge/4364).
მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე
გრანტის მფლობელს.
მიმდინარე ოთხი
სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის
ვებგვერდზე, აღნიშნული პროგრამებია:
- სამაგისტრო პროგრამები
საფრანგეთში 2019-2020 (7
სტიპენდიატი)
- აკადემიური პროგრამები
იტალიაში 2019-2020 (5
სტიპენდიატი)
- აკადემიური პროგრამები
სან - დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)
- ფულბრაიტის სამაგისტრო
სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი)
საერთო ჯამში 2019-2020
სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას,
რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული
სტიპენდიების რაოდენობა 850-მდე მიაღწევს.
მოახმარე შენი ცოდნა
საქართველოს!