მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე ეროვნული გამოცდების მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ კლასტერულ აკრედიტაციაზე, დაფინანსების ახალ მოდელზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და იმ ახალ პროექტებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემას ახალ საფეხურზე აიყვანს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დოქტორანტებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტში „თეზისი სამ წუთში“ მონაწილეობას სთავაზობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთრინ შვაიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.