საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) - ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, სპეცმასწავლებლებისთვის ახალი კურსები მომზადდა.
უმაღლესი იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც მინისტრებმა – მიხეილ ჩხენკელმა და გოჩა ლორთქიფანიძემ მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროს ბექა ფერაძესთან ერთად, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები ადგილზე შეაფასა.