ხარისხიანი და ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და დეკლარირებულია, როგორც ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედი. ამის დასტურია ის პროგრამები, რომლებიც წლებია ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ.
„მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც, პანდემიის მიუხედავად, უმოკლეს დროში ეფექტურად განხორციელდა.
დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც ამ სფეროს დაფინანსების კუთხით არის დაგეგმილი.