საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ოჯახთან და პირველკლასელ შვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება საზოგადოებას თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლიდან მიულოცა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისის ახლად რეაბილიტირებული 76-ე საჯარო სკოლა გახსნეს და სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერების მიზნით მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.