
2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების პირველი საფეხური ბაკალავრიატი).
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი. ასევე უნდა წარმოადგინონ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაცემული ცნობა, რომ „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული აქვთ რეპატრიანტის სტატუსი.
2022-2023 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა (უმაღლესი განათლების მეორე საფეხური მაგისტრატურა).
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განცხადებები მიიღება 2022 წლის 5 სექტემბრიდან 2022 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით.
საჭირო დოკუმენტი:
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.