აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ( ბრძანება №224/ნ ) დასაშვებია:
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში);
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2, ტელეფონი: +995 322200220 (*3599), ოფიციალური ვებგვერდი www.eqe.ge )
მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
საჭირო დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი
განათლების პირველი საფეხური)
უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის
დადასტურების შესახებ)
საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებისა
და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო
პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ)
- სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წლის განმავლობაში უცხო ქვეყანაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების
შესახებ);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში
სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო
პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის
დადასტურების შესახებ);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა უცხოეთში
სწავლის პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო
პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაციის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
საქართველოს მოქალაქეები რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ზოგადი უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
გამოცდის ჩაბარება ეხება იმ პირებს, რომლებმაც სწავლის უფლება უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
ზოგადი უნარების გამოცდა ჩატარდება წელიწადში ორჯერ ზამთარსა და შემოდგომაზე.
გამოცდასთან დაკავშირებული
ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.naec.ge, ბანერი - „გააგრძელე სწავლა საქართველოში“
საჭირო
დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი განათლების მეორე საფეხური)
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული უმაღლესი განათლების შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის
დადასტურების შესახებ).
მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით,
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის
დადასტურების შესახებ);
- საქართველოში მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით/
უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული
საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის
დადასტურების შესახებ);
- საქართველოში მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი, რომელიც ადასტურებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ჩარიცხვას.
უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა
სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის
მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო
პროგრამის დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ
არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე
ფლობის დადასტურების შესახებ);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის
პერიოდში მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო
პროგრამასთან შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის
- მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირის მიერ არჩეული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა
საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების
შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარის, საგანმანათლებლო პროგრამის
დასახელებისა და კოდის მითითებით, ასევე ინფორმაცია პირის მიერ არჩეული საგანმანათლებლო
პროგრამის სწავლების ენის არანაკლებ B1 დონეზე ფლობის დადასტურების შესახებ);
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დასკვნა უცხოეთში სწავლის პერიოდში
მიღებული განათლების მის მიერ შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან
შესაბამისობის შესახებ ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (რეგისტრაციის ცნობა, ბინადრობის დამადასტურებელი ცნობა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში ცხოვრების ფაქტს. უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში).
შენიშვნა
საქართველოს მოქალაქეებისთვის განსაზღვრული მოთხოვნა, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში 75 დღით უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებით, არ ვრცელდება იმ პირებზე რომლებიც:
- ახალი კორონავირუსის (Covid-19) პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდნენ მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბოლომდე, რომელიმე სემესტრში და განათლებას იღებდნენ შესაბამის უცხო ქვეყანაში დაშვებული დისტანციური სწავლების ფორმით.
- უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე,
2021-2022 სასწავლო წელს სწავლობდნენ უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
- საგანმანათლებლო პროგრამის
სწავლების ენასთან, საგანმანათლებლო პროგრამასთან და სწავლის საფასურთან დაკავშირებით მიმართეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (http://mes.gov.ge/content.php?id=1855&lang=geo)
- უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირები ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ვებ გვერდზე
https://eqe.ge/ka/page/static/265/utskhoenovani-saganmanatleblo-programebi-usd-ebshi
დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე (995 32) 2 200 220.