საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.
პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი CENN-ის წარმომადგენლმა საქართველოში, ნანა ჯანაშიამ გახსნა და მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი, საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩი, თომას მიულმანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეული ფორმით მიმდინარეობს - სკოლების ნაწილში დისტანციურად, ნაწილში საკლასო ოთახებში და კოვიდ ინფექციის დაფიქსირების შემთხვევებში, სამინისტრო პროცესებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად წერტილოვნად მართავს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა. 120 მოსწავლეზე გათვლილი ახალაშენებული საჯარო სკოლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარ დეპუტატთან, ელგუჯა გოცირიძესთან ერთად მოინახულა.