მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა
ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სექტემბერში სკოლა რეგიონის სხვა 19 საჯარო სკოლასთან ერთად, სრულიად განახლებულ გარემოში მიიღებს მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-21 სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF Georgia) წარმომადგენელთან ღასან ხალილთან განიხილა.
2020-2021 სასწავლო წლისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით საჯარო სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ პირველკლასელთა მისაღებად განსაზღვრონ დამატებითი ადგილები.