22.04.2020
დასრულდა მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO 2020), რომელიც წელს მსოფლიო პანდემიის გამო, ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდა. ყოველწლიურად აღნიშნულ ოლიმპიადაში ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. მიმდინარე წელს მასში 52 ქვეყნის, 204 საუკეთესო მოსწავლე იყო ჩართული.