15 იანვარს, საჯარო სკოლებში სწავლა განახლდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის მიზეზით სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, საჯარო სკოლებში ხვალ სასწავლო პროცესი აღდგება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კერძო სკოლების ხელმძღვანელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა, რომელთაც კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათები და დიპლომები გადაეცათ.