საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს, რომელთაც სამახსოვროდ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მორიგი საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს კიდევ ორი სკოლა შეემატა. ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში ქალაქის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გახსნა, სადაც 2000-მდე მოსწავლე სრულად განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ გარემოში აგრძელებს სწავლას.