საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს, რომელთა საპასუხოდ რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა რეკომენდაციები მიიღეს. მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებს და ახალი სასწავლო წლის სიახლეებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის დღეს, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს" ფარგლებში, სკოლის მოსწავლეთა კონკურსში „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებული კონკურსანტების და ქართული ენის სწავლებისა და პოპულარიზებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამ თემას მიეძღვნა დღეს კონფერენცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რაც აუცილებელია სკოლებში უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად, რათა მოსწავლეებს საშუალება ჰქონდეთ სრულად გამოავლინონ პოტენციალი, გახდნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის განვითარებაში.