საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, სასკოლო საზოგადოებას მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის სამუშაო პროექტი წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კამპანია „პროფესია-პოლიციელი“ იწყება, რომლის ძირითადი მიზანია მოზარდების ცნობიერების ზრდა საპოლიციო საქმიანობის თაობაზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგადი განათლების სახელმწიფო მდივანს ზოლტან მარუზას შეხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების 200-ზე მეტ მასწავლებელთან, დირექტორებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.