საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ვაკე-საბურთალოს, ჩუღურეთისა და ძველი თბილისის რაიონების საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „არაფორმალური განათლების პროგრამის“ ფარგლებში საზღვარგარეთ დისტანციურად შეისწავლიან ქართულ ენას.